,,ბატონი კობა, იქცეოდა უკიდურესად პროვოკაციუად", _განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ,,მაესტროში" მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
,,ბატონი კობა იქცეოდა უკიდურესად პროვოკაციულად, მან რამდენჯერმე მიაყენა პირდაპირი შეურაცხყოფა სერგო რატიანს და ბოლო ბოლო რატიანსაც უმტყუნა ნერვებმა და აყვა იმ პროვოკაციას, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა", -განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ამ ტონით საუბარი კოლეგის მიმართ დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "არგუმენტებში", რომლის სტუმრებიც უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი და უცირესობიდან სერგო რატიანი იყვნენ, ინცინდენტი მოხდა.
გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა სტუმრებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარ ინცინდენტზე საუბრობდა. რატიანი-დავითაშვილის პოლემიკა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.