ერთადერთი დაპირება, რომელსაც პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს - არის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა. ასე ეხმიანება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს, "ნაციონალური მოძრაობის" ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.
"ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარად დააანონსა ორჯერ დაბარებული ვანო მერაბიშვილის კვლავ დაბარება, დაბარებულია ქალაქის მერი, ყოფილი მინისტრები, რაც არანორმალურ მდგომარეობას ქმნის" - აცხადებს მელიქიშვილი.
მელიქიშვილის განცხადებას უძღვის პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის კადრები, სადაც ის ვანო მერაბიშვილზე საუბრობს.