2012 წელს ფრანგული პრემიუმ ბრენდის - Compagnie Generale des Etablissements Michelin-ის მოგება, რომელიც საქართველოში ოფიციალურად გასულ წელს შემოვიდა, 7,5%-ით გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის მოგებამ 1,571 მლრდ ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც 2011 წელს აღნიშნული მონაცემები 1,462 მლრდ ევრო იყო.
Michelin-ში ვარაუდობენ, რომ 2013 წელს კომპანიის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Michelin-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსს მხოლოდ კომპანია "თეგეტა მოტორსი" ფლობს.
კომპანია Michelin დაარსდა 1888 წელს საფრანგეთში. იგი წარმოადგენს საბურავების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელს შესთავაზოს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით დამზადებული პროდუქტი.
მასალის გამოყენების პირობები