G20-ის სამიტს ამჯერად მოსკოვი უმაპინძლებს. 15-16 თებერვალს G20-ის ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები მოსკოვში შეიკრიბებიან.
„დიდი ოცეული" (G-20) არის საერთაშორისო ფორუმის ფორმატი, როცა ერთმანეთს ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ხვდებიან. 2009 წელს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ოცეული მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. დიდი ოცეული, აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. დიდი ოცეული მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.