13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.820 პროცენტით, მაქსიმალური 6.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.854 პროცენტით განისაზღვრა.