სან-ხოსეს საერთაშორისო აეროპორტმა (Mineta San Jose International Airport, SJC) საკუთარი ტერიტორიის ნაწილი ნაწილი შესაძლოა ბრიტანულ კომპანია Signature Flight Support-ს გადასცეს, რაც თავის მხრივ მცოლოდ კომპანია Google-ის თვითმფრინავებისთვის იქნება გამოყენებული.
SJC-ი აეროპორტის ნაწილს მართვაში 50 წლით აიღებს
SJC-ი აეროპორტის ნაწილს მართვაში 50 წლით აიღებს, სადაც Signature და Blue City Holdings-ი Google-ის თვითმფრინავების ოპერირებას მოახდენენ. „Google-ის" აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის წინმსწრებად 82 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გადაწყვეტილი. აეროპორტი სხვა კომპანიების კერძო თვითმფრინავებსაც მოემსახურება, თუმცა აეროპორტში მთავარი ფლაგმანი მაინც Google-ი იქნება.
Signature-ი პირობას დებს, რომ დამატებით 370 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიას მიწის იჯარისთვის ყოველწლიურად 2,6 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები