"მე ვხედავ ოთხ მთავარ იდეას, რომელსაც შეუძლია და უნდა გაგვაერთიანოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.
"პირველი - საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო - ამაზე არავინ არ ვკამათობთ, რომელსაც ექნება ევროატლანტიკური პოლიტიკის ვექტორი და ვალდებულება.
მეორე - საქართველო უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, სადაც ხალხის ნებას დავემორჩილებით და კანონისა და პარტიული ლიდერებზე მაღლა დავაყენებთ.
მესამე - საქართველო უნდა იყოს ციხილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში, რომლებიც მათ საკუთრებას წაართმევენ და გადასახადების გადახდის შედეგად მიღებული მოგების მიღების საფრთხეს შეუქმნიან.
მეოთხე - საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ჩვენ ამ იდეების მხარდამჭერები ვიქნებით, მაინც საკმარისი ადგილი დაგვრჩება განსხვავებებზე სადავოდ თანაც ისე, რომ დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები