,,სამართალდამცავებს, ალბათ უფრო ეფექტურად უნდა ემუშავათ", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების' დეპუტატმა თინა ხიდაშელმა საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მისასალმებელია როცა პოლიციელებმა მოსახლეობაზე ხელი არ აწიეს.
,,სამართალდამცავებს, ალბათ უფრო ეფექტურად უნდა ემუშავათ, მივესალმები, ცალსახად რომ დღეს სამართალდამცავებმა მოსახლეობაზე ხელი არ აღმართეს, იდგნენ შუაში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მძიმე მოვლენები არ განვითარებულიყო", -განაცხადა ხიდაშელმა.