გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სამართალდამრღვევმა 7,9 მ3 რცხილისა და წიფლის ჯიშის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი ჩამორთმეულია. გდი-ის კახეთის ბიუროს ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ 1856,5 ლარი შეადგინა.
ორივე საქმე განსახილველად საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.