,,პრეზიდენტის ნერვებისთვის პარლამენტის წინაშე გამოსვლა საკმაოდ დიდი გამოცდა იქნებოდა'და მაინტერესებდა როგორ წარიმართებოდა ეს ორთაბრძოლა", _ '' განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის გადადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამისთვის მაღარიჩი უნდა გადაიხადოს.
,,არ ვიცი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივი რა იყო, მაგრამ მე როგორც მაყურებელი გამძაფრებულ გამოსვლას ველოდი, რომელიც, სამწუხაროდ, არ შედგა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა ", -განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ არსებული პარლამენტი არაა ის საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც შეიძლება დაუფიქრებლად მოექცე.
როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ განმარტა საპარლამენტო უმცირესობას ამ ფაქტით საერთაშორისო ასპარეზზე აპელირება ძალიან გაუჭირდება, რადგან პრეზიდენტის სიტყვას ფასი დაეკარგა.
,,სიტყვის ფასი სიტყვის მთქმელზეა დამოკიდებული. მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი სიტყვა, სამწუხაროდ, გააუფასურა. ,,ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია, მაგრამ ამ დროს აშშ-ის ელჩი მკაფიოდ პრემიერის პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსის გადახვევას ვერ ხედვას, ამ მიმართულებით უფრო მკაფიო პოზიციას აფიქსირებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ეს ნიშნავს იმას, რომ ,,ნაციონალებისა" და მიხეილ სააკაშვილის სიტყვა გაუფასურდა. როგორც ჩანს ,,ნაციონალურ მოძრაობას" რეალობა კი არ აინტერესებს, უბრალოდ სურთ, რომ თავიაანთი სათქმელი თქვან, არ აინტერესებთ ის შეესაბამება სიმართლეს თუ არა", _განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენში დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, განცხადებით პრეზიდენტს მას შემდეგ მიეცემა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საშუალება, რაც მას და მის გუნდს ცალსახა პოზიცია ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან წარადგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.