,,მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის ემოციასა და პათოსს იზიარებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადების კომენტირებისას.
,,პარლამენტი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და პარლამენტარები არიან ხალხის მიერ არჩეული ადამიანები. ხალხის წინაშე თავიაანთი ღირსებისა და პოლიტიკური პოზიციების დაცვის უფლება და ვალდებულება აქვთ და მთავრობა მათ ემოციასა და პათოსს იზიარებს", -განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენში დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, განცხადებით პრეზიდენტს მას შემდეგ მიეცემა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საშუალება, რაც მას და მის გუნდს ცალსახა პოზიცია ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან წარდგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამ დროსთვის უცნობია დაესწრება თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააკაშვილის გამოსვლას.
მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმ სიტყვით წარსდგება, რომლითაც პარლამენტში აპირებდა გამოსვლას.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ ტექსტით მიმართოს, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ