ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა აღიარა, რომ უკვე 2012 წელს ევროკავშირი გადახდისუუნარო აღმოჩნდა.
მისი განმარტებით, ჯერ კიდევ ნოემბერში ევროკომისარი ფინანსურ და საბიუჯეტო დაგეგმარებაში იანუშ ლევანდოვსკი იტყობინებოდა, რომ თანამეგობრობის პროგრამების დაფინანსებისთვის თანხები არ ყოფნიდა. საჭირო 9 მილიარდი ევროდან აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 6 მილიარდი ევროს მოძიება მოხერხდა. მიმდინარე წელს კი საბიუჯეტო დეფიციტი უკვე 16 მილიარდი ევროა.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია რომ საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
შულცი ეწინააღმდეგებოდა სამიტზე 2014-2020 წლების ევროკავშირის ფინანსური პერსპექტივების ბიუჯეტის განხილვას, რომელიც მოიცავდა 60 მილიარდი ევროს დეფიციტს. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის საბაზო ხელშეკრულება დეფიციტური ბიუჯეტის დამტკიცების უფლებას არ აძლევს.
შულცმა განმარტა, რომ 2014-2020 წლების ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ყოველწლიურ სამიტებზე მოხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ევროკავშირის არსებობის პერიოდში ყველაზე დიდია.
მარტინ შულცს, რომელსაც იმედი აქვს რომ 2015-2020 წლებში ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტს ჩაიბარებს, ძალიან სურს რომ ამ დროისათვის ევროკავშირს სატბილური ბიუჯეტი ქონდეს.