,,ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს წართმეული უფლება უნდა დაუბრუნდეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამების საკათედრო ტაძარში მისვლისას პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გადადების კომენტირებისას.
,,მგინია, რომ ლეგიტიმურ, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს წართმეული უფლება უნდა დაუბრუნდეს და ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მოუსმენს, მაგრამ ის უფლებები რაც პარლამენტს ხალხმა მისცა უნდა დაუბრუნდეს", _განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით, საპარლამენტო უმრავლესობის" გადაწყვეტილებით პარლამენტში აღარ წარსდგება.