პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივა სახელმწიფო ინტერესების ღალატია, _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივის კომენტირებისას.
,,ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, ეს არის კიდევ ერთი მოქმედება რუსეთის ახირების, რუსეთის იდეების გათვალისწინება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე", _განაცხადა ჟურნალისტებთან მინაშვილმა და ზაქარეიშვილის ინიციატივას სახიფათო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსულ საქართველოს საზღვრის დამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევს ჯარიმა დაეკისრება, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა რაოდენობის თანხით განისაზღვრება ჯარიმა.
,, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონო ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსვლის წესის შესახებ, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს, რომ ადამიანი, რომელიც სახელმწიფო საზღვარს არღვევდა სოჭისა, თუ როკის მხრიდან, მასზე ვრცელდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ქართულ ციხეებში ხვდებობდნენ, ამიტომ შემოგვაქვს ცვლილება, რომლის თანახმად, ასეთი პირების დასჯა ადმინისტრაციული წესის მიხედვით მოხდება", _განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ დაკისრებული ჯარიმა სოლიდური იქნება.
,,ჯარიმა იქნება ისეთი, რომ ადამიანი დაფიქრდეს ღირს თუ არა საზღვრის დარღვევა", -განაცხადა ზაქარეიშვილმა