უახლოეს პერიოდში პენსიის დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მთავრობას დაგეგმილი არ აქვს. როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავს სამომავლო დაგეგმილია საპენსიო რეფორმის განხორციელება, და პენსია განისაზღვრება ადამიანის მიერ გადახდილ გადასახადებზე და გამომუშავებაზე.
„ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ საპენსიო სისტემის რეფორმაზე. და რომელიც ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამომუშავებაზე, ადამიანის მიერ გადახდილ გადასახადებზე და ასე შემდეგ, თუმც ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან პენსია გათანაბრდება, დღეს 110 და 125 ლარია და გათანაბრდება და გახდება 125 ლარი. და 1-ელი სექტემბრიდან პენსია გახდება 150 ლარი, ანუ გაუტოლდება საარსებო მინიმუმს"- განმარტავს ნოდარ ხადური.