,,უახლოეს მომავალში სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ვითხოვ", _განაცხადა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
"სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ვითხოვ, ყველა იმ პერიპეტიებზე, რაც გასული წლების განმავლობაში ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა. მარტივად გამოჩნდა, რომ ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი, დამყარებული იყო ცარიელ ქაღალდებზე. შესაბამისად, მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, ჩემს მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება, რომელზეც ფილმები იყო გადაღებული, აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში გაბათილდა", _განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამასთან პროკურატურამ ოქრუაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას სამსახურებრივ გულგრილობას აბრალებდნენ, ბოლო ბრალიც მოუხსნა.