,,ბედიის, ილორისა და მოქვის ტაძრებთან დაკავშირებით იუნესკოს დახმარების იმედი უნდა გვქონდეს სამივე ტაძარი არის უნიკალური", _ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზების მიერ ქართული ტაძრების რეკონსრტუქიის კომენტირებისას და იმედი გამოთქვა, კულტურის მინისტრი იუნესკოს დახმარებას გამოიყენებს.
,,ასეთ დროს გამოსავალი ყოველთვის იუნესკოა და მსოფლიოში სწორედ ამიტომ არსებობს ასეთი სტრუქტურა, რომელიც კულტურის ძეგლებე მუშაობს, სადაც კრიზისული მდგომარეობაა და სახელმწიფოები მათ იურისდიქციაში შემავალი ძეგლების საკითხს ვერ უმკლავდებიან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ფინანსური პრობლემების გამო",,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.