"მე ვერ ვნახე ჯერ-ჯერობით ისეთი ქმედება, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას.
"მე ვერ ვნახე ჯერ ისეთი ქმედება, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ განზრახული აქვთ საქართველოს კურსი ნატოსა და ევროკავშირზე და საერთოდ ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეებზე შეცვალონ", _ განაცხადა ვაშაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ ამავე დროს არის ძალიან ცუდად ფორმულირებული გზავნილები.
"ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოვლენა ისტორიაში სიტყვით იწყება და ისტორია შემდეგ უკვე აღარ ღებულობს უკვე იმ არგუმენტს, რომ მე ამის თქმა არ მინდოდა, ვაპირებდი ამის თქმასო. ყველა სიტყვას მოყვება მოვლენები, რომლებიც თავისი ლოგიკით იწყებენ ცხოვრებას", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.