,,ბოლოს და ბოლოს უნდა შეეგუოთ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ გაქვთ", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. '
,,საკონსტიტუციო ცვლილებების ერთადერთი საჭიროება იყო ის, რომ მოგეხდინათ ზეწოლა ,,ნაციონალური მოძრაობის"' დეპუტატებზე და არჩევნების შედეგების უგულვებელყოფით მოგეპოვებინათ კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს მუქარა პრემიერ-მინისტრის გუნდმა დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შეასრულა, ამის მაგალითია, რომ ჩვენ დღეს არ ვიხილავთ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ეს მარცხი მხოლოდ მაშ შემდეგ აღიარა მან, რაც ქვეშევრდომებმა დაშინებით შანტაჟით, პროკურატურაში დაკითხვებზე დაბარებით, შუაღამისას სახლებში შევარდნით და ოჯახისწევრების სამსახურებიდან გათავისუფლებით მას კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ შეუგროვეს", _განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.