,,ჩვენი მხრიდან არანაირი საფრთხე პოლიტიკური კრიზისის შექმნისა არ არსებობს", -განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტის სესიაზე და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, თუ რატომ გახდა ეს საკონსტიტუციო ცვლილება ყველაზე აქტუალური თქვენთვის და რატომაა ის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა საკითხები. ჩვენთვის, ყველა სხვა საკითხი უფრო უპირატესია, ვიდრე ეს საკითხი, რადგან, ჩვენი აზრით, არანაირი საფრთხე პოლიტიკური კრიზისის შექმნისა ჩვენი მხრიდან არ არსებობს. პრეზიდენტს ეს არც უფიქრია", -განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და პარლამენტის ადგილმდებარეობის გადატანის შესახებ დეპუტატები დღევანდელ სესიაზე მსჯელობენ.