,,მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციის შენობებს მე ვაშენებდი და ივანიშვილმა თავი დაანებოს ყოფილი პოლიციელების დაკითხვას პოლიციის შენობების აშენებაზე", _ განაცხადა გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.
,,რაც შეეხება ჩემს დაკითხვას კი ბატონო, არაერთგზის შევთავაზე ჩემი თავი და დღესაც შემიძლია შევთავაზო ჩემი თავი ბატონ ივანიშვილს. თავი დაანებოს ყოფილი პოლიციელების დაკითხვას პოლიციის შენობები აშენებაზე, თავი დაანებოს რიგითი სოცაგენტების დაკითხვას. დასაქმების პროგრამა ჩემი პროგრამა იყო და მე ვარ პასუხისმგებელი. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი სოცაგენტი დავიქირავეთ, დავასაქმეთ, რომელსაც ისინი დაკითხვებზე ატარებენ. მე ვაშენებდი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე პოლიციის შენობებს მათ შორის ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთში და საქართველოს ყველა კუთხეში და მე ვარ ყველაზე კომპეტენტური ამ საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვარ პასუხი გავცე ყველა ამ შეკითხვას. იმედია, პროკურატურაში დამიძახებენ მესამედ, მეოთხედ და იმედია, რომ მეოთხედ მისვლა უფასო იქნება და მზად ვარ ამ აქციაში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მერაბიშვილმა.