,,დღეს პრემიერი ივანიშვილი აპირებდა თავის ას დღეზე ესაუბრა, თუმცა მთელი თავისი სამ საათიანი გამოსვლის 90% ,,ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო", -განაცხადა ივანე მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პესკონფერენციის კომენტირებისას და პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებაში ყოფნის ასდღიანი პერიოდი შეაფასა.
"ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ეს არის ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე და იმ ფონზე როდესაც მან ციხიდან გამოუშვა ჩახალიანი, ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები ამის პარალელურად ახორციელებს საქართველოში არნახულ რეპრესიებს. საქართველოში ის რეპრესიები რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს ჯერ არ განხორციელებულა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დაიკითხა მერიის 850 თანამშრომელი, ასევე 1405 ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი, 4 450 სოცაგენტი და 1200-ზე მეტი ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი.
მერაბიშვილის განცხადებით, იმ ფონზე როცა ბიძინა ივანიშვილი ტარიფების გაიაფებაზე საუბრობს, როგორც მერაბიშვილმა განმარტა ერთადერთი რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდაა ესაა ნარკოტიკები.