,,პრინციპულად მნიშვნელოვანია ის თემა, რომ კოალიციას ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით წარსდგეს", _განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამავდროულად ყველა პარტიას უფლება აქვს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს.
,,პრინციპულად მნიშვნელოვანია ის თემა, რომ კოალიცია ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით წარსდგეს. თუმცა ყველა პარტიას აქვს უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი გამოკვეთოს და ამას ვერავინ აკრძალავს,", - განაცხადა აბაშიძემ. გება საპრეზიდენტო არჩევნებზე,
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება იყოს თუ არა ირაკლი ალასანია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ "არა მარტო ალასანიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველაფრის უფლება აქვს". თუმცა აქვე პრემიერმა თავისი პირობაც წამოაყენა და აღნიშნა, რომ ასეთი სურვილის შემთხვევაში კოალიციიდან უნდა გავიდეს.
"თუ კოალიციაშია, კოალციას უნდა ჰკითხოს, თუ კოალიციის აზრს არ იზიარებს გამოდის კოალიციიდან და განახორიელოს რისი სურვილიც აქვს. კოლაიციაში ჩვენ ამის განხილვა არ დაგვიწყია, შესაბამისად მე ამის პასუხი არ მაქვს. ჩემი აზრით, ალასანია ამ ინსტიტუტის ეტალონს, რაც მე ვთქვი ვერ ერგება. მაგრამ მე ამას მარტო არ გადავწყვეტ გარწმუნებთ, როცა მსჯელობა დაიწყება აუცილებლად უმრავლესობა გადაწყვეტს. შიგნით და თუ არ მოეწონება ეს აზი ალასანიას ან სხვა ვინმეს, მათ ექნებათ უფლება გამოვიდნენ კოალიციიდან და კენჭი იყარონ", - განაცხადა ივანიშვილმა.