,,ადამიანმა, რომელმაც პარტიის შიგნით სიტუაცია ვერ დაალაგა, ეს ადამიანი შეძლებს ქვეყნის მართვას?", -განაცხადა საკანონმდებო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა პრემიერის პრესკონფერენციის კომენტირებისას.
,,ჩვენ ვხედავთ ერთ ფაქტს, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა კოალიციის შიგნით ,,ქართულ ოცნებაში". ამ ადამიანს ვერ მოუგვარებია, ვერ დაულაგებია საკუთარი პარტია, რადგან ერთის მხრივ, რომ მას არ გააჩნია რწმენა და პრინციპები. თუ პარტიის შიგნით ვერაფერი ვერ დაალაგა, ბუნებრივია ჩნდება კითხავა, რამდენად შეძლებს ის ქვეყნის მართვასა და დალაგებას?'", _განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის ას დღიანი მონაკვეთი შეაჯამა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.