პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა წინა ხელისუფლების გაბერილი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა. „2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი საქართველოს ისტორიაში გაორმაგდა. უფრო კონკრეწტულად 2012 წლისთვის ჯანდაცვის სისტემისათვის გამოყოფილი იყო 359 მლნ ლარი 2013 წელს კი ამკ მიმართულებით 633 მლნ ლარია გამოყოფილი. 2012 წელს დაზღვევის პროგრამებზე გამოყოფილი იყო 166 მლნ ლარი, 2013 წელს კი ის გაიზარდა 304 %-ით. მოგეხსენებათ 1-ლი თებერვლიდან საქართველოს თითოეული მოქალაქე დაზღვევის მინიმალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი. 1-ლი აპრილიოდან, ყველა პენსიონერი და პირველი ჯგუფის პენზია, 67 წლისა და მეტი ასაკის პენსია გაიზრედება და გახდება 125 ლარი. 1-ელი სექტემბრიდან კი პენსია გაიზრდება 20 %-ით და გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, რომლის გადახედვასაც მე ვპირდებოდი საზოგადოებას. პენსია გახდება 150 ლარი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები