მოსკოვი და სოხუმი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ დოკუმენტს ოფიციალურად დღეს გააფორმებენ.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მოსკოვში ვიზიტით მყოფი, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში მოაწერენ.
გარდა ამისა, ხელი მოეწერება დოკუმენტს აფხაზეთში გაერთიანებული რუსული ბაზის ამოქმედების შესახებაც.
ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი მოსკოვში დღეს პირველად ჩავა. სერგეი ბაღაფში რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარდა, ქვეყნის პატრიარქს კირილსაც შეხვდება.
რუსეთსა და მარიონეტულ რეჟიმს შორის მორიგი ხელშეკრულების გაფორმებას თბილისში საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებენ.