აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო აცხადებს ბენეფიციართა შერჩევას 2013 წლის მიზნობრივ პროგრამაზე: ,,პროფესიული გადამზადება" ქვეპროგრამები :1) ,, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადება'' 2) ,,სოციალურად დაუცველი პირების პროფესიული გადამზადება''.
ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადამზადდებიან შემდეგ პროფესიებში: ავტომობილის ზეინკალი; მზარეული;ელექტრიკოსი.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გადამზადდებიან შემდეგ პროფესიებში: ავტომობილის ზეინკალი; მზარეული; სტილისტი; მეფილე-მომპირკეთებელი.
ზემოთაღნიშნული პროგრამების მონაწილეები უფასოდ გადაემზადებიან სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებში და გაუჩნდებათ დასაქმების მეტი პერსპექტივა. სააგენტოს მიზნობრივი პროგრამები ითვალისწინებენ 200 სოციალურად დაუცველი და 30 ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიულ გადამზადებას. ბენეფიციართა შერჩევა გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე.
გადამზადების მსურველები გთხოვთ მობრძანდეთ რეგისტრაციისთვის აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოში ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 70/72; ტელ: 24 78 81; 24 78 84; 577 58 91 91; 555 79 35 85; 577 27 87 13