2012 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 4 389 256 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 56%-ით აღემატება.
2012 წლის იანვარ-დეკემბერში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 1 738 766 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 39,6%), რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 92%-ით
მეტია.
2012 წლის თორმეტ თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 2 451 971 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 55,9%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით იმატა. აღნიშნულ პერიოდში,
ამერიკიდან შემოვიდა 33 737 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,7%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 123 385 უცხოეთის
მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 2,8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება, აფრიკიდან - 6 974 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,2%), გასული წლის მაჩვენებელს 84%-ით აღემატება, ახლო აღმოსავლეთიდან - 17 046 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,4%) გასული წლის ამავე მაჩვენებელზე, 3-ჯერ მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 17 377 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,4%, 6,2-ჯერ მეტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით).
2012 წელს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა (2 451 971) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 929 244 მოქალაქე (დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა 38%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 899 476 მოქალაქე (დსთ-ს მოქალაქეთა 37%), 29%-ით მეტი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით