დაახლოებით 60 კომპანიამ რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი უკვე დააფიქსირეს, ამის შესახებ განცხადება რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გენადი ონიშენკოს განმარტებით ეს კომპანიები დაკავებულნი არიან როგორც ღვინის ასევე მინერალური წლის წარმოებით.
შეგახსენებთ, გენადი ონიშენკოსა და ქართულ დელეგაციას შორის მოლაპარაკებები დღეს მოსკოვში გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე გაზაფხულის განმავლობაში დაბრუნდება.