,,თუ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონი არ გავა, ქვეყანაში მოვლენების შესაძლო განვითარებასთან პასუხისმგებლობა ,,ნაცმოძრაობას" დაეკისრება", -განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საკონსტიტუციო ცვლილების კომენტირებისას.
,, პარლამენტში თუ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
კანონი არ გავა, მაშინ უმცირესობას დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რაც შესაძლებელია განვითარდეს იმის გამო თუ პრეზიდენტი სააკაშვილი კონსტიტუციაში არსებული აბსოლუტურად უკანონო პუნქტის გამოყენებას შეეცდება", _განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციას საჯარო დებატების გამართავს სთავაზობს.