დღეს, 4 თებერვალს, 13:00 საათზე, გარდაბნის რაიონის ქართულ-აზერბაიჯანული მოსახლეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს.
მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს გარდაბნის რაიონის გამგებლის ზვიად მესტვირიშვილის გადადგომას. ამასთან, მოსახლეობა ხსენებულ თანამდებობაზე სასურველ კანდიდატურად თამაზ ჭელიძეს ასახელებს.