დღეს, 4 თებერვალს, "საქსტატი" იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იანვრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ჩატარდა. კვლევის მიზანი საქართველოში 2013 წლის იანვრის ინფლაციის დონის გაანგარიშება იყო.
ფასებზე დაკვირვება 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდა. ფასები 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე შეგროვდა.