"ნაციონალურ მოძრაობას", ხელისუფლებაში დაბრუნება, სისხლიანი რევოლუციის საშუალებითაც გაუჭირდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ივანე მერაბიშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და განზრახვა ყველას შეიძლება ჰქონდეს.
"ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და განზრახვა ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გააჩნია რა მექანიზმებით. თეორიულად ხელისუფლებაში დაბრუნების რამდენიმე მექანიზმი არსებობს, პირველი_არჩენების გზით, მეორე_ საპროტესტო აქციებითა და სხვა მექანიზმებით, რომელიც ხავერდოვან რევოლუციას გულისხმობს და მესამე _ე.წ. არახავერდოვანი_სისხლიანი რევოლუცია, რომელიც კანონით ისჯება. ამ სამ ალტერნატივიდან არჩენებსა და ხავერდოვან რევოლუციაში გამარჯვებას, სისხლიანი რევოლუციისგან განსხვავებით, ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. სისხლიანი რევოლუციის დროს ამა თუ იმ ძალს შესაძლოა მცირე მხარდამჭერი ჰყავდეს, მაგრამ თოფით გაიმარჯოს. ,,ნაციონალური მოძრაობა" ამ გზით თუ აპირებს წასვლას, მაშინ საქართველოს წინაშე უფრო დამნაშავეები აღმოჩნდებიან, ვიდრე დღეს და შესაბამისადაც დაისჯებიან", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ამ ფორმითაც კი სააკაშვილის გუნდს ხელისუფლებაში დაბრუნება გაუჭირდება.
"ნაციონალურიო მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნებისა და ე. წ. ხავერდოვანი რევოლუციის მეთოდის გამოყენებით შეუძლებელია. იმ ფონზე, როცა პარტიას, რომლის რეიტინგი მათი მომხრე მკვლევარების მონაცემებში 10% და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ტელეეკრანებზე გამოჩენას საზოგადოების უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, გაღიზიანებით უყურებს, საეჭვოა ასეთ პარტიას ხალხის დიდი რაოდენობა უჭერდეს მხარს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედი ხელისუფლების დასუსტების გეგმა უკვე აქვს. "სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე ყველაფერს აღადგენენ, დაახლოებით 6 თვეში.
"ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედი ხელისუფლების დასუსტების გეგმა უკვე აქვს. "სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, მე გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, 4 წელი დაველოდოთ. მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორც გამოჩნდა, როგორც მინიმუმ საქართველოს დასუსტება, არ უნდა დავუშვათ. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება. 2003 წელს რევოლუციამდე რაღაც ფორმით ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვაკონტროლებდით მერიას. ასე რომ, რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ახლა მიტინგებს აწყობს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს ატარებს, ისედაც სუსტია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ზამთარია და ქუჩის აქციები ჯერ ადრეა. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა მერაბიშვილმა.