,,გამოძიებას დაკითხვაზე გიგი უგულავას იძულების წესით მიყვანა შეეძლო ", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ გიგუ უგულავას მერიაში დაკითხვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ გამოძიებამ გაითვალისწინა, რომ გიგი უგულავა მოქმედი საჯარო მოხელეა.
"გამოძიებას შეეძლო, რომ გიგი უგულავა დაკითხვაზე იძულების წესით მიეყვანა და ისე დაეკითხა, რადგან თბილის მერი დეპუტატისგან განსხვავებით იმუნიტეტით არ სარგებლობს. გიგი უგულავა თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდებოდა ამით ის კანონს დაარღვევდა, მაგრამ მან შესთავაზა გამოძიებას იქნებ ჩემთან მოხვიდეთ. გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, მერიაში უგულავას დაკითხვა, ამიტომ უგულავას კანონი არ დაურღვევია. გამოძიებამ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა, რომ გიგი უგულავა საჯარო მოხელეა და მის იძულების წესით დაკითხვაზე მიყვანას შესაძლოა საზოგადოების მხრიდან არასწორი რეაქცია მოჰყოლოდა, ამიტომ გამომძიებლები დასაკითხად თბილის მერიაში თავად გამოცხადდნენ. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას უგულავას პოზიციას არ გაითვალისწინებდა და მერიაში არ მივიდოდნენ, თბილის მერი ვერ იტყოდა ჩემთან რომ არ მოვიდნენ გამომძიებლები, მეც არ მივალ მათთან, რადგან ასეთი რამ არასწორია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ კანონი ყველა ადამიანს ავალდებულებს გამოცხადდეს დაკითხვაზე.