აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვედრისას იმ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონში შვეიცარიის საელჩოსა და შვეიცარიის განვვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. აქცენტი გაკეთდა აჭარის მთის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
განიხილეს შვეიცარიის კონფედერაციის ტიჩინოს კანტონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთ თანამშრომლობის პერსპექტივები. 2013 წლის მაისში იგეგმება ასევე ოფიციალური დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი აჭარაში. სტუმრებმა რეგიონში არასამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების განვითარების მხარდაჭერის სურვილიც გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები