სს „ჩემი ოჯახის კლინიკამ" ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ბათუმში ახალი საავადმყოფო გახსნა. ბათუმის რეფერალური საავადმყოფო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და გათვლილია 110 საწოლზე. კლინიკა დაკომპლექტებულია 350-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მედპერსონალით. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკუთარ ქალაქშივე ხდება ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი, ნებისმიერი სახის ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრე-ჰოსპიტალური სერვისების მიღება კომფორტულ და თანამედროვე ტიპის პალატებსა და საკონსულტაციო კაბინეტებში. სს „ჩემი ოჯახის კლინიკამ" აჭარის რეგიონში ასევე გახსნა ახალი საერთაშორისო სტანდარტების კლინიკები ქობულეთსა და ხულოში.
აჭარის რეგიონში ამ პროექტის ფარგლებში სულ 41 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და დასაქმდა 1200-ზე მეტი ადამიანი.
სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელს წარმოადგენს. კომპანია მართავს 35-მდე მაღალი სტანდარტების კლინიკას საქართველოს 6 რეგიონში და 6500-ზე მეტი თანამშრომელი ყავს დასაქმებული. კომპანიის კლინიკების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე ტელ: (995 32) 2551020.