საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დელეგაცია 6-დღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, უწყების 5-წევრიანი დელეგაცია, ვაშინგტონსა და მერილენდში, I.N.L. პროგრამის მიწვევით გაემგზავრა.
ვიზიტისას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამისი სტრუქტურის ამერიკულ სტანდარტებს და გამოცდილებას ადგილზე გაეცნობიან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მინისტრის პირველი მოადგილე პაატა სულაბერიძე, პრობაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ იობიძე, სასწავლო ცენტრის დირექტორი ნატო გუგავა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი