საქართველოს საგარეო კურსის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის არსებობა აუცილებელი არ არის, - განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერეციაზე ნაციონალური მოძრაობის" იმ ინიცატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, უნდა დამტკიცდეს კანონპროექტი, სადაც პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ საქართველოს კურსი პირდაპირ არის დასავლეთისკენ მიმართული.
"მე არ ვიცი მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, სადაც ქვეყნის პოლიტიკური კურსი კანონით არის დამტკიცებული. მე მეჩვენება, რომ ეს იმისთვის არის ნათქვამი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლეთის თვალში ქულები დაიწეროს. აქ მეორე საკითხია, შენ რომ კონსტიტუციაში ჩაწერო, რომ მხოლოდ დასავლეთი გინდა და დასავლეთმა, რომ გამოაცხადოს, რომ კავკასიის რეგიონი მისი ინტერესის სფერო არ არის, მაშინ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი ტიპის საკანონმდებო ინციატივა საჭირო იყოს, თუმცა თუ კი ქვეყნის განვითარების დოქტრინაში ჩაიწერება, მაშინ მისასალმებელია", - განაცხადა არეშიძემ.