,,ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებზე საუბრობს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის წევრმა" თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა იუსტიციის მინისტრი შერჩევით სამართალს ახორციელებს.
,,სისხლის სამართლებრივი დევნა ადამიანების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით, ეს არის წმინდა წყლის შერჩევითი სამართალი და მაშინ როცა ქალბატონი თეა წულუკიანი გვესაუბრება სამართლიანობის აღდგენაზე, ჩვენ დღითი დღე ვრწმუნდებით იმაში, რომ სამართლიანობის აღდგენაში რეალურად თეა წულუკიანი გულისხმობს შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას. მე, პირადად ეს შევარდნაძისეულ დროს მაგონებს და სამწუხაროა, შემაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელია თუ ახალი იუსტიციის მინისტრის გეგმა არის დაგვაბრუნოს შევარდნაძისეულ ტრადიციაში", -განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ და სამართალდამცავებს მოუწოდა ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ფაქტი გამოიძიონ.