,,ვენეციის კომისია ეთანხმება, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, ნეიტრალური იუსტიციის საბჭო", _განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.
,, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის დეტალებს, ეს განხილული იქნება თებერვლის პირველ კვირაში როდესაც საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა", -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ,,საერთო სასამართლოებისა" და ,,ამნისტიის შესახებ' კანონპროექტზე იმსჯელეს