არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, მაგრამ დასავლეთით კი ნამდვილად ჩადის, - აცხადებს უშიშროების ექს-მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომელიც 8-წლის შემდეგ პოლიტიკი დაბრუნებას გეგმავს. მისი თქმით, ბოლო 20 წლის მანძილზე დასავლეთმა, კერძოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ღირებული არაფერი მისცა.
"მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, აი დასავლეთით კი ნამდვილად ჩადის და თუ გინდათ, ამ ბანალურ ჭეშმარიტებაზეც კი გეკამათებით. ბოლო 20 წლის მანძილზე დასავლეთმა (აშშ) ჩვენ ღირებული არაფერი მოგვცა. სტრატეგიული პარტნიორობის ერთადერთი შედეგი ის პრინციპია, რომ ცუდი მაგალითი გადამდებია", - აცხადება ხაბურძანია.