აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ორგანიზებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აწყობენ საინფორმაციო სახის შეხვედრებს აჭარის მუნიციპალიტეტებში აცრების განმახორციელებელ სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრის თემაა როტავირუსული ვაქცინის დანერგვა საქართველოში, რომელიც GAVI დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ისაუბრეს როტავირუსული დაავადებისა და ვაქცინის შესახებ, კერძოდ ვაქცინის მახასიათებლების, შენახვის, ადმინისტრირებისა და აღრიცხვა /მონიტორინგის საკითხებზე.
საინფორმაციო სახის შეხვედრები უკვა ჩატარდა ხულოს, შუახევის, ბათუმის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, დღეს შეხვადრა გაიმართება ქობულეთის აცრების განმახორციელებელ სამედიცინო პერსონალთან.