დღეს, 31 იანვარს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობის სხდომა გაიმართება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სხდომაზე მოხდება სამოქმედო გეგმის წარდგენა.
"სამოქმედო გეგმაში იქნება საგაზაფხულო პროგრამა, იქნება დაკრედიტების მექანიზმი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისთვის, წელს მინიმუმ 60 საწარმო. რომ დავაზუსტოთ საუბარია თანამშრომლობაზე ბანკებთან. ფონდი თვითონ არ შედის ამ დაფინანსებაში, რათა საბანკო სექტორს ხელი არ შეუძალოს. ბანკი შემოდის დამფინანსებლად, და ფონდი უწევს დახმარებას სესხის ამღებს. იქნება ასევე საოპერაციო კრედიტი ფერმერებისათვის, მათ ვისაც გაზაფხულზე ნედლეულის ყიდვა უნდა და შემოდგომაზე გასტუმრება"- განაცხადა დავით კირვალიძემ.