,,წულუკიანი შეეჩვია იმას, რომ სასამართლომ მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს", -განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ალტერნატიული სასამართლოს შექმნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
,,ვფიქრობ, რომ წულუკიანი ზედაპირული განცხადებების კეთებას მიეჩვია. წულუკიანი შეეჩვია იმას, რომ სასამართლომ მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მან გუშინ აიდი ბარათებზე თქვა, რომ თითქოს მე მოსახლეობას ამ საკითხე არ შევხვედრილვარ, ეს არის აბსურდი. მე ამ საკითხზე პატრიარქთანაც კი მქონდა პირადი შეხვედრა. ვურჩევ წულუკიანს ღრმად ჩაიხედოს სხვადასხვა საკითხებში, რომ განსხვავებული დასკვნები გამოტანას. მას ჰგოინია, რომ თვითონ არის მაგარი", -განაცხადა ვაშაძემ და იმედი გამოთქვა, რომ წულუკიანი უახლოეს მომავალში უფრო კომპეტენტურ განცხადებებს გააკეთებს.