იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილ კაკონპროექტს საერთო სასამართლოების წესის შესახებ უკვე გაეცნო
"იუსტიციის სამინისტროს პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად გაეცნო ვენეციის კომისია ჩვენ მიერ რამდენიმე კვირის წინ გაგზავნილ კანონპროექტთა პაკეტს თუ ვერ გაეცნო და დრო ვერ იპოვა შესაბამისად გაცნობა და შემდეგ დასკვნის დადება უფრო მეტ დროს მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია კანონპროექტს არა თუ გაეცნენ არამედ დეტალურად გაეცნენ ჩემს მიერ გაგზავნილ კანონპროექტთა პაკეტს და ხვალ, ექნებათ გარკვეული თუნდაც ზეპირი შენიშვნები და გვეტყვიან სავარაუდო თარიღს მაინც როდის გეგმავენ პროექტის სახით დასკვნის გამოქვეყნებას", -განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც საერთო სასამართლოსა და ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მოქმედ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იუსტიციის მინისტრთან და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა.