აშშ-ის სენატმა საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი ქვეყნის სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა.
ჰილარი კლინტონი აღნიშნულ პოსტზე მუშაობას პარასკევს - 1-ელ თებერვალს დაასრულებს. კლინტონმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ იგი ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებდა.
2012 წლის 21 დეკემბერს ბარაკ ობამამ სახელმწიფო მდივნად ჯონ კერის კადიდატურა დაასახელა.
სენატორი ჯონ კერი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დემოკრატიული პარტიიდან. იგი 8 წელია სენატის საერთაშორისო კომიტეტში საქმიანობს, მათგან 4 წელი კომიტეტის თავმჯდომარედ.