დღეს, 30 იანვარს, საქართველოში ირანელი ბიზნესმენები ჩამოვლენ.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. არაქის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის, სასარგებლო წიაღისეულის და მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენების თანხლებით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება აჭარის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენების შეხვედრა ირანელ სტუმრებთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ობიექტების დათვალიერება.