,,არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოს დსთ-ში შესაძლო დაბრუნების კომენტირებისას.
"მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალეებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია", _განაცხადა დავით ზალკალიანმა.