ბიზნესისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, თუ ადეიშვილის კაბინეტის ნაცვლად, აღსარების ჩაბარება გია ხუხაშვილის კაბინეტში მოუწევთ- ამის შესახებ განცხადება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარებისთვის საჭიროა პირობების შექმნა.
"ბიზნესისთვის ბევრი ვერაფერი შეღავათია თუ აღსარებების ჩაბარება ადეიშვილის კაბინეტის ნაცვლად, გია ხუხაშვილის კაბინეტში მოუწევს. მე მახსოვს პრემიერის პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც მან ამ სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა: "თუ თქვენზე რაიმე სახის ზემოქმედება განხორციელდა, იყვირეთ, გვიშველეთ გვაუპატიურებენო". ვიდრე ბიზნესმენების დაყვირების იმედად ვიქნებით, უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეიძლება, ბიზნესს რომელიმე პიროვნება წყვეტდეს. ბიზნესის ბედს უნდა წყვეტდეს შესაბამისი კანონი", - აღნიშნა ჩიხრაძემ.