მიმდინარე წლის 20-26 იანვარს აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ქ-ნი მარიამ ბეზარაშვილი საქართველოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
შეხვედრა ჩატარდა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვევით.
სამუშაო ვიზიტის ძირითადი თემა იყო "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში"; "შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის წარმატების ფაქტორები, დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა". შეხვედრები ჩატარდა გერმანიის სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ინვესტორთა ასოციაციაში. იყო პროფესიული სასწავლებლების დათვალიერების ტურიც.
სამუშაო ვიზიტმა მოიცვა თითქმის მთელი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორია, კერძოდ დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ: ქ. ბონში, ქ. კიოლნში, ჩრდილო რაინის ვესფალიაში, ბად-ზოდენში, დარმაშტადტში, მიუნხენში, ბაიერნში, ჰაილმაიერში.
ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოსთვის, ვინაიდან გერმანიის დასაქმების სამინისტრო, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რეგიონალური განვითარების სამინისტრო და სხვები ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი საქმიანობით, მოიხიბლნენ უკვე არსებული სტატისტიკით, მუშაობის სპეციფიკით და სურვილი გამოთქვეს ჩვენთან შემდგომი თანამშრომლობის, როგორც გადამზადების ასევე დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად აჭარის რეგიონში.